- ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) - ტექნოლოგიები, რომლებიც ეყრდნობა ელექტრონიკის მიღწევებს და რომლებიც განეკუთვნება, უზრუნველყოფს და/ან დაკავშირებულია ინფორმაციისა და ცოდნის გამოვლენა, მოპოვება, შექმნა, ფორმირება, მოგროვება, შენახვა, ძიება, ნებისმიერი სახის დამუშავება, გადაცემა, გავრცელება და საერთოდ ნებისმიერი სახის მოქმედებასთან, ოპერაციასთან და პროცესთან ინფორმაციასა და ცოდნასთან მიმართებით, მათ შორის ანალიზთან, მოდელირება, პროგნოზირება, მოძიება და გადაწყვეტილებების მიღებასთან. დღევანდელი დღისათვის, ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცნებაში შედის კომპიუტერული ტექნოლოგიები, ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა და მიკროელექტრონიკა, რომელიც მუშაობს ინფორმაციასთან და ა.შ., ნაწილობრივ ტელევიზია და რადიომაუწყებლობა, აგრეთვე, მრავალფეროვანი კულტურული ფენომენები, რომლებიც დაკავშირებულია ჩამოთვლილ სფეროებთან და ამ სფეროების მარეგლამენტირებელ წესებთან. თავდაპირველად ელექტრონულ საინფორმაციო ტექნოლოგიებად მოიხსენიებოდა ტექნოლოგიები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის დამუშავებასთან და არა მის მიღება-გადაცემასთან. მაგრამ დღეს, ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების უმეტეს ნაწილს აქვს საშუალება აგრეთვე მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია, რამაც მიიყვანა ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტერმინების გაიგივებასთან. მეტიც, დღეს ხშირად გამოიყენება ტერმინი საინფორმაციო ტექნოლოგიები და მისი ინგლისური ეკვივალენტი Information Technology ან უბრალოდ IT.Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
Georgian encyclopedia. 2013.